კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: “თელავი” ორი ფეხბურთელით გაძლიერდა

თელავმა ორი ფეხბურთელი აიმატა

Image source: FC Telavi

 

საფეხბურთო კლუბი “თელავი” ორი ფეხბურთელით გაძლიერდა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით ბათუმის “დინამოს” მცველი ლაშა შერგელაშვილი და ქუთაისის “ტორპედოს” ნახევარმცველი, გიორგი ჯანელიძე “თელავში” გაწევრიანდნენ.

29 წლის მცველი და 31 წლის ნახევარმცველი უკვე “თელავს” შეუერთდნენ და გუნდთან ერთად ვარჯიშობენ.

ლაშა შერგელაშვილი დაიბადა: 1992 წლის 17 იანვარს; სიმაღლე: 172 სმ; წონა: 68 კგ; ამპლუა: მცველი; ბოლო კლუბი: “დინამო” (ბათუმი)

ტიტულები:
ჩემპიონი (2) – 2013/2014 (დინამო თბ); 2016 (სამტრედია)
თასი (2) – 2013/2014 (დინამო თბ); 2014/2015 (დინამო თბ)
სუპერთასი (1) – 2014/2015 (დინამო თბ)
ლატვიის Virsliga Cup (1) – 2018 (რიგა, ლატვია)
ლატვიის Winter Cup (1) – 2017 (რიგა, ლატვია)

გიორგი ჯანელიძე დაიბადა: 1989 წლის 25 სექტემბერს; სიმაღლე: 176 სმ; წონა: 70 კგ; ამპლუა: ნახევარმცველი; ბოლო კლუბი: “ტორპედო” (ქუთაისი)

ტიტულები :
ჩემპიონი (2) – 2013/2014 (დინამო თბ); 2015/2016 (დინამო თბ),
თასი (4) – 2009/2010 (ვიტ ჯორჯია); 2013/2014 (დინამო თბ); 2014/2015 (დინამო თბ); 2015/2016 (დინამო თბ),
სუპერთასი (3) – 2009/2010 (ვიტ ჯორჯია); 2014/2015 (დინამო თბ); 2015/2016 (დინამო თბ).

წყარო – სკ თელავის ოფიციალური გვერდი

 

ოფიციალურად: ქობულეთის “შუქურა” ახალ მეკარეს დაიმატებს