კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: თამაზ ცეცხლაძე კლუბის გარეშე დარჩა

თამაზ ცეცხლაძე კლუბის გარეშე დარჩა

Image source: Tazo Tsetskhladze ფეისბუკ გვერდი

 

24 წლის საყრდენი ნახევარმცველი, თამაზ ცეცხლაძე გორის “დილას” რიგები დატოვა. თამაზს “დილასთან” კონტრაქტი ეროვნული ლიგის სეზონის ბოლომდე ჰქონდა გაფორმებული.

ცეცხლაძე ამპლუით ნახევარმცველია და ძირითადი პოზიციის გარდა თანაბარი წარმატებით შეუძლია ცენტრალურ მცველად თამაშიც. თამაზი “დილამდე” ყაზახეთის ჩემპიონატის ბინადარ “ყიზილჟარში” ასპარეზობდა მანამდე კი ქუთაისის “ტორპედოსა” და აზერბაიჯანული ,,საბაილის” რიგებში გამოდიოდა.

თამაზის საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში, 2 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული, მან 2018 წელს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში ითამაშა.

 

 

 

მარიამ გიორგობიანი: “2021 წელიც არ უნდა იყოს მარტივი, მაგრამ სინათლე გვირაბის ბოლოს უკვე ჩანს”