კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: სოსო ფრუიძე სამწვრთნელ კარიერაში ტაიმაუტს იღებს

Image source: FC Chikhura Sachkhere - Facebook

 

საჩხერის “ჩიხურას” 62 წლის სპეციალისტმა სოსო ფრუიძემ 12-წლიანი საჩხერული კარიერის შემდეგ გუნდი დატოვა.

აღნიშნული ინფორმაცია “ჩიხურას” ფეისბუკის ოფიციალური გვერდზე გამოქვეყნდა, რომ ფრუიძე კარიერაში ტაიმაუტს იღებს.

2007 წელს საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” დაფინანსებით, საჩხერეში დაიწყო ფეხბურთის გამოცოცხლება. ამ პროცესს სათავეში სოსო ფრუიძე ჩაუდგა და დაიწყო გუნდის ნაბიჯ-ნაბიჯ შენება, დაარსდა “ჩიხურას” აკადემია, გადამზადდნენ ვეტერანი საჩხერელი ფეხბურთელები ( C, B, A, PRO სამწვრთნელო ლიცენზია), ჩამოყალიბდა სამედიცინო შტაბი და 450 ბავშვზე მეტი რეგულარულად ვარჯიშობს დღემდე ჩვენი კლუბის აკადემიაში. ბატონმა სოსომ ჩამოაყალიბა ბრძოლისუნარიანი გუნდი და კლუბი “ჩიხურა2011 წლიდან საქართველოს უმაღლეს ლიგაში თანამედროვე ქართული ფეხბურთის ფლაგმანად იქცა, რაზეც ნათლად მეტყველებს “ჩიხურას” დაკავებული პოზიციები ეროვნულ ჩემპიონატში:

· ვიცე ჩემპიონი

· თასის ფინალი სამჯერ

· 2 სუპერთასის გათამაშება

ამ დროის მანძილზე “ჩიხურას” ყველაზე დაბალი პოზიცია მე-5 ადგილი იყო!

2013 წელს მოვიპოვეთ სუპერ თასი, 2017 წელს კი – “დავით ყიფიანის” სახელობის თასი.

ექსვჯერ მოვიპოვეთ ევრო ტურნირის საგზური და, ჯამში, 22-ჯერ დავიცავით საჩხერისა და საქართველოს ღირსება ევრო ლიგაზე.

დიდი სიხარული ვაჩუქეთ ქართველ გულშემატკივარს ბურსას (თურქეთი), ბეითარის (ისრაელი), ვადუცის (ლიხტენშტეინი), ტურნოვოსა (მაკედონია) და ფოლას ­(ლუქსემბურგი) წინააღმდეგ წარმატებული ასპარეზობით!

ამ დროისათვის პირველ გუნდში ირიცხება ჩვენივე აღზრდილი 8 ფეხბურთელი.

ამ საამაყო მონაგარის დირიჟორი და განმხორციელებელი სწორედ ბატონი სოსო ფრუიძე გახლავთ და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენი კლუბის მენეჯმენტის სრული ნდობით განვითარდა.

მადლიერების ნიშნად, ბატონი სოსო ფრუიძე საჩხერლების მიერ საჩხერის 2017 წელს საპატიო მოქალაქედ იქნა არჩეული!!!

ამ ეტაპზე ბატონი სოსო, დატვირთული და დამღლელი 12 წლის შემდეგ, კარიერაში ტაიმაუტს იღებს და ახალგაზრდა თაობას უთმობს ასპარეზს!!!” , – წერია კლუბის ოფიციალურ განცხადცებაში.

მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ  “ჩიხურას” დღეიდან ვახტანგ თურმანიძე უხელმძღვანელებს, მისი ასისტენტი კი – ვლადიმერ ზაბახიძე იქნება.

 

წყარო – FC Chikhura Sachkhere

 

ეკატერინე გორგოძემ მხოლოდ 1 გეიმი მოიგო