კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: “სოსიედადი” – “მანჩესტერი” ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართება

სოსიედადი - მანჩესტერუ ტურინში

Image source: Getty images

 

ევროპის ლიგის 1/16 ფინალური მატჩი „სოსიედადსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართება. უფრო კონკრეტულად კი იტალიის ქალაქ ტურინში. ინფორმაცია უეფამ ოფიციალურად გაავრცელა.

ამის მიზეზი კორონავირუსთან დაკავშირებული დაწესებული შეზღუდვებია და ინგლისელები ესპანეთში ჩასვლას ვერ შეძლებდნენ. აღსანიშნავია, რომ იმავე მიზეზით ჩემპიონთა ლიგის ორი მატჩი „გლადბახი“ – „მანჩესტერ სიტი“ და „ლაიპციგი“ – „ლივერპული“ ბუდაპეშტში ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ „სოსიედადი“ – „მანჩესტერის“ თამაში 18 თებერვალსაა დაგეგმილი.

 

 

წყარო – Sky Sports

 

“დინამო ბათუმმა” თურქულ შეკრებაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა