Image source: FC Shukura Kobuleti
ქობულეთის „შუქურას“ კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს. კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით ქაბულეთის გუნდს 23 წლის ლუკა შეროზია შეუერთდება.
გოლკიპერი “შუქურაში” თბილისის “ლოკომოტივიდან” გადავიდა. ახალგაზრდა მეკარე დედაქალაქური კლუბის აკადემიის აღზრდილია და წლებია ამ კლუბში ირიცხებოდა ( 2015, 2016, 2017, 2018, 2019, 2020 ). გასულ ჩემპიონატში შეროზიამ 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ვიდეობი
ფოტოები