კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: შალვა მამუკაშვილმა “ლესტერ ტაიგერსი” დატოვა

შალვა მამუკაშვილმა ლესტერ ტაიგერსი დატოვა

Image source: leicestertigers.com

 

ბორჯღალოსანმა შალვა მამუკაშვილმა ინგლისური კლუბი დატოვა. „ლესტერ ტაიგერსი“ ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით ვებგვერდი იტყობინება, გუნდმა ქართველი მორაგბე ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაუშვა.

„შალვას მომავალში ვუსურვებთ  ყველაფერს საუკეთესოს და მადლობას ვუხდით „ლესტერში“ ამ მოკლე პერიოდში გაწეული ძალისხმევისთვის“, – განაცხადა „ლესტერ ტაიგერსი“ მთავარმა მწვრთნელმა სტივ ბორთვაიკმა.

მამუკაშვილი ლესტერში 2020 წელს ჩაირიცხა და მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა. კორონავირუსის პანდემიის გამო ჯერ სეზონი შეწყდა, შემდგომ კი ქართველმა მორაგბემ შემადგენლობაში თავისი ადგილი ვერ იპოვა.

შალვამ საქართველოს ნაკრებში 68 მატჩი ჩაატარა.

წყარო – leicestertigers.com

ყრილობა ჩაიშალა. საქართველოს რაგბის კავშირი ისევ პრეზიდენტის გარეშეა