კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: “სამგურალი” მთავარი მწვრთნელი და მისი თანაშემწემ დატოვეს

უჩა სოსიაშვილმა სამგურალის რიგები დატოვა

Image source: FC Samgurali official ფეისბუკ გვერდი

 

უჩა სოსიაშვილი “სამგურალს” დაემშვიდობა. აღნიშნული ინფორმაცია  წყალტუბოური კლუბის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.

“სამგურალის” მომდევნო ტურიდან ეროვნულ ლიგაში ასპარეზობას 31 წლის სპეციალისტის გარეშე განაგრძობს. სოსიაშვილი დღეს ფეხბურთელებს და კლუბის წევრებს დაემშვიდობა და მათ სამომავლოდ წარმატებები უსურვა. უჩასთან ერთად გუნდი დატოვა მთავარი მწვრთნელის თანაშემწე თამაზ სამხარაძემაც.

“კლუბი მადლობას უხდის უჩა სოსიაშვილს და თამაზ სამხარაძეს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მათ მომავალ საქმიანობაში”, – ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში.

“სამგურალის” ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

 

 

წყარო – FC Samgurali official