კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელი კარიერას თსუ-ში გააგრძელებს (ვიდეო)

საბა ლობჯანიძე თსუში ითამაშებს

Image source: საბა ლობჯანიძის ფეისბუკ გვერდი

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელი საბა ლობჯანიძე, რომელმაც გასული სეზონი სუპერლიგის კლუბ “რუსთავში” გაატარა, კარიერას თსუ-ში გააგრძელებს.

როგორც აღვნიშნეთ ლობჯანიძემ გასული სეზონი “რუსთავში” გაატარა და მატჩში საშუალოდ 9 ქულას, 2.2 მოხსნას და 2 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. ლობჯანიძის კონტრაქტი 1-წლიანია და ის თსუ-ში ვარჯიშს მალე შეუდგება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა, რომელიც ცოტა ხნის წინ საფრანგეთში წასულმა ნაკრების ორმა წევრმა – გიორგი კორსანტიამ და გიორგი ტურძილაძემ დატოვა.

 

წყარო – gbf.ge

 

 

მამუკ გორგოძე: “მე მიყვარს მოედანზე გატარებული თითოეული წუთი”