კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ოფიციალურად: საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ესპანური “კარტახენას” ღირსებას დაიცავს

გიორგი აბურჯანია კარტახენაში გააგრძელებს კარიერას

Image source: fccartagena.es

 

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი აბურჯანია ესპანური “კარტახენას” ღირსებას დაიცავს. აღნიშნულ ინფორმაციას 26 წლის ქართველი ლეგიონერის ახალი კლუბის საიტი ადასტურებს.

“კარტახენა” ისევე როგორ “რეალ ოვიედო” ესპანეთის ლა ლიგა 2-ის კლუბია. აბურჯანია “კარტახენაში” მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება. “ეფესეს” ახალი მოთამაშე “კარტახენას” უახლოეს საათებში შეუერთდება და ვარჯიშს თავის ახალ გუნდთან ერთად გამართავს, რომელსაც ლუის კარიონი თავკაცობს.

“კარტახენა” ლა ლიგა 2-ში დარჩენისთვის იბრძვის და გიორგისთვის კარგი ვარიანტია, უფრო მეტ სათამაშო დროს მიიღებს. აღვნიშნოთ, რომ აბურჯანიამ “რეალ ოვიედოში” პირველობის მიმდინარე სეზონში 4-ჯერ ითამაშა.

შეგახსნებთ, რომ “კარტახენა” 22 ტურის შემდეგ ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილის უკანასკნელ 3 პოზიციას “სარაგოსასთან” და “ალკორკონთან” იყოფს.

 

 

წყარო – fccartagena.es

 

 

 

 

 

 

როგორი იქნება “არსენალის” შემადგენლობა ამ სეზონში ოდეგაარდის დამატების შემდეგ (ფოტო)