კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: “საბურთალომ” პორტუგალიელი მცველი დაიმატა

საბურთალო

Image source: FC Saburtalo

 

საფეხბურთო კლუბ “საბურთალოში” პორტუგალიელი მცველი ჟარდელ როდრიგეს ნაზარე ჩაირიცხა. ამის შესახებ კლუბის ვებ-გვერდმა ოფიციალურად გამოაცხადა.

მარცხენა მცველმა ახალ კლუბთან ხელი 1+1 ხელშეკშეკრულებას მოაწერა. 24 წლის ჟარდელი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და დღეს გასამართ ამხანაგურ შეხვედრაშიც მიიღებს მონაწილეობას.

მისი ბოლო კლუბი პორტუგალიური “ოლეიროსი” გახლდათ, ხოლო მანამდე ასევე უთამაშია პორტუგალიურ “უნიაო მადეირაში” და “ნავალ დე მაიოში”. 2016-2018 წლებში ფეხბურთელი ლიეტუვური “სტუმბრასის” ღირსებას იცავდა, სადაც 2017 წელს თასის გამარჯვებული გახდა.

წყარო – fcsaburtalo.ge

დაბრუნდება თუ არა საბა კვირკველია “ლოკომოტივის” ძირითად თერთმეტეულში? კითხვას გუნდის მწვრთნელმა უპასუხა