კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: “საბურთალო” მცველითა და თავდამსხმელით გაძლიერდა

 

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და “რუსთავის” ფორვარდი ბექა ქავთარაძე საფეხბურთო კარიერას “საბურთალოში” გააგრძელებს.

20 წლის ბექა “დინამო თბილისის” აღზრდილია, ხოლო “რუსთავის” ღირსებას იცავდა 2018 წლის დასაწყისიდან.

დედაქალაქურ კლუბს ქუთაისის “ტორპედოდან” შეუერთდა ცენტრალური მცველი ანრი ჭიჭინაძეც. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურ ფესიბუკ გვერდზე გავრცელდა.

 

წყარო – FC Saburtalo

 

ოფიციალურად: ცნობილია “საბურთალოს” ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა