კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: საბა ლობჟანიძე თურქულ გუნდში გადავიდა

Image source: randers fc

 

ქართველი ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე კარიერას თურქეთის სუპერლიგაში, „ანკარაგიუჯიუში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა ახლა უკვე მისმა ყოფილმა გუნდმა „რანდერსმა“.

„ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო საბა ლობჟანიძის გაყიდვა, რომ მის კონტრაქტის ამოწურვამდე ფინანსური სარგებელი მიგვეღო. ჩვენ ეს შევძელით და ძალიან კმაყოფილები ვართ“, – თქვა გუნდის სპორტულმა დირექტორმა სორენ პედერსენმა.

საბა ლობჟანიძე „რანდერსის“ ღირსებას 2017 წლიდან იცავდა და 91 მატჩში 32 გოლის გატანა მოახერხა. აქვე გეტყვით, რომ “ანკარაგიუჯიუ” თურქეთის ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილზეა.

 

 

შოთა არველაძის მორიგი აღიარება – ქართველი რობერტო კარლოსის, დროგბას, ჰაჯისა და რიბერის გვერდით!