კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: საბა ლობჟანიძე “ანკარაგიუჯუში” წარადგინეს

Image source: ankaragucu.org.tr

 

25 წლის საბა ლობჟანიძე საფეხბურთო კარიერას თურქულ “ანკარაგიუჯუში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია გუშინ საბას ახალი კლუბის ოფიციალურ საიტზე გავრცელდა.

თურქული გუნდის ხელმძვანელებმა ეგრევე 15 ახალ ფეხბურთელი წარადგინა და მათთან კონტრაქტები გააფორმა, მათ შორის ქართველი ლეგიონერიც იყო. ლობჟანიძის სატრანსფერო ფასი Transfermarkt-ის მიხედვით 1 მილიონი ევროა, მაგრამ “ანკარიგიუჯიუმ” დაახლოებით 300 ათასი ევრო (2.24 მილიონი დანიური კრონა) გადაიხადა საბას ტრანსფერში.

შეგახსენებთ, რომ ლობჟანიძემ 2,5 წელი გაატარა “რანდერსში”, სადაც 91 შეხვედრა ჩაატარა და 32 გოლი გაიტანა.

 

წყარო – ankaragucu.org.tr

 

გიორგი ჭანტურია კლუბის ხელმძღვანელებმა ოფიციალურად წარადგინეს