კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ოფიციალურად: რევაზ ჩიტეიშვილი “დილას” ფეხბურთელია

Image source: fcdila.ge

 

გორის “დილამ25 წლის მარჯვენა მცველი, რეზი ჩიტეიშვილი დაიმატა. მის შესახებ გუნდმა ოფიციალური განცხადება გააკეთა.

ფეხბურთელმა კლუბთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ჩიტეიშვილმა გასული სეზონი საჩხერის “ჩიხურას” რიგებში გაატარა, სადაც 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ჩიტეიშვილმა საფეხბურთო კარიერა თბილისის “ლოკომოტივში” დაიწყო, საიდანაც 2013 წელს ქუთაისის “ტორპედოს” მიაშურა, სადაც 1 სეზონი გაატარა და კვლავ “რკინგზელთა” რიგებს დაუბრუნდა. 2018 წლიდან ამ დრომდე კი საჩხერის “ჩიხურას” ღირსებას იცავდა.

წყარო – fcdila.ge

ოფიციალურად: შალვა სუთიაშვილმა ფრანგულ “ანგულემთან” კონტრაქტი გაახნაგრძლივა