კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: პოზნანის “ლეხის” ღირსებას მეორე ქართველი ფეხბურთელი დაიცავს

ნიკა კვეკვესკირი კარიერას პოლონეთში გააგრძელებს

Image source: lechpoznan.pl

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ნიკა კვეკვესკირი პოლონური “ლეხ პოზნანის” ღირსებას დაიცავს. აღნიშნულ ინფორმაციას 28 წლის ქართველი ლეგიონერის ახალი კლუბის საიტი ადასტურებს.

კვეკვესკირი “ლეხში” მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება, ასევე შემდგომში მხარეებს შეუძლიათ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმონ. ნიკა ოთხშაბათს საღამოს პოზნანში გაფრინდა და უკვე ხუთშაბათს მან გაიარა სამედიცინო შემოწმება რეჰასპორტის კლინიკაში. ის ვარჯიშს თავის ახალ გუნდთან ერთად  გამართავს, რომელსაც 48 წლის პოლონელი დარიუშ ზურავი თავკაცობს. 2020 წლის დეკემბრის დასაწყისიდან კვეკვესკირი თავისუფალი აგენტი იყო ყაზახური “ტობოლის” დატოვების შემდეგ. კვეკვესკირი 30-ნომრიანი მაისურს მოირგებს.

ნიკა “ტობოლში” 2017 წლიდან თამაშობდა და სულ 83 მატჩში მან 5 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

შეგახსნებთ, რომ “ლეხ პოზნანი” 14 ტურის შემდეგ ექსტრაკლასას სატურნირო ცხრილის მე-9 პოზიციას 17 ქულით იკავებს.

 

 

 

 

წყარო – lechpoznan.pl

 

 

 

 

 

 

 

ოფიციალურად: საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ესპანური “კარტახენას” ღირსებას დაიცავს