კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: ფოთის “კოლხეთს” ახალი მწვრთნელი ჰყავს

 

ფოთის “კოლხეთი 1913“-ის სამწვრთნელო შტაბში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.

გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოწვეულ იქნა აწ უკვე ყოფილი U-19-ის მწვრთნელი გიორგი კრასოვსკი რომელსაც აქტიური საფეხბურთო კარიერის დიდი ნაწილი ამ გუნდში აქვს გატარებული. მის ასისტენტად იმუშავებს  ლაშა ჯახია რომელიც ბოლო პერიოდში თბილისის “დინამოს” აკადემიაში მუშაობდა.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, გუნდი ძირითადად ადგილობრივი ფეხბურთელებით უკვე შეუდგა მზადების საწყის ეტაპს, რომელზეც მალთაყვის ტერიტორიაზე ძირითადად ყურადღება გამახვილებულ იქნა მოთამაშეთა ფიზიკური კონდიციების აღდგენაზე, ხოლო ორშაბათიდან ფეხბურთელები საფეხბურთო მოედანს დაუბრუნდებიან და იქ განაგრძობენ სამზადისს, რომელშიც ბუნებრივია რამდენიმე ამხანაგური მატჩიც იგეგმება.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უახლოეს დღეებში გუნდს ოთხი ის ფეხბურთელი შემოუერთდება რომლებმაც ბოლო სეზონი იქ გაატარეს. ესენი გახლავთ: ლევან კაკულია, გიორგი კაშია, ბექა კაკუშაძე და ხუან ვარგასი. გუნდი მოწვეული ფეხბურთელებით გაძლიერებასაც აპირებს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

წყარო – FC Kolkheti-1913 Poti

გორის “დილამ” ახალი ტრანსფერების შესახებ გამოაცხადა