კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: ნიკა სანდოხაძე “დინამო თბილისის” ფეხბურთელია

 

საბურთალოს” ყოფილი მცველი, ნიკა სანდოხაძე თბილისის “დინამოს” შეუერთდა. ამის შესახებ დედაქალაქურმა კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა.

“ჩვენს კლუბში ახალწვეულია. ამიერიდან დინამოს ღირსებას 25 წლის ცენტრალური მცველი ნიკა სანდოხაძე დაიცავს.

ნიკამ, რომელიც დინამოს აღზრდილია და ჩვენი გუნდის დუბლებშიც უასპარეზია, დინამოსთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

ფეხბურთელი სხვადასხვა დროს ტორპედოს, ლოკომოტივის, სამტრედიის, რიგის, ლვოვის კარპატის და საბურთალოს ღირსებას იცავდა.”, – ნათქვამია “დინამოს” განცხადებაში.

25 წლის ცენტრალურმა მცველმა დასრულებულ სეზონში “საბურთალოს” მაისურით 11 მატჩი ჩაატარა.

წყარო – FC Dinamo Tbilisi

საქართველოს ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ 2019 წელი შეაჯამა