კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ოფიციალურად: ნიკა კვეკვესკირმა “ლეხთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა (ვიდეო)

ნიკა კვეკვესკირი 2023 წლამდე პოზნანის კლუბში ითამაშებს

Image source: lechpoznan.pl

 

ნიკა კვეკვესკირი რჩება ლეხ პოზნანში. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხუთშაბათს ნაშუადღევს გააფორმა ახალი ხელშეკრულება, რომელიც ძალაში იქნება 2023 წლის 30 ივნისამდე.

“მე ვფიქრობ, რომ მოედანზე ვაჩვენე, რომ შემიძლია სასარგებლო მოთამაშე ვიყო გუნდისთვის და მოხარული ვარ, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ჩვენს მუშაობას მომდევნო ორ სეზონშიც”, – ამბობს კვეკვე.

28 წლის ქართველი ნახევარმცველი იანვრის ბოლოებში პოზნანის კლუბში გადაბიდა და წესით უნდა გააძლიეროს კონკურენცია მოედანის შუა ზონაში. ნიკას დებიუტი 11 თებერვალს შედგა, სოსნოვიეცში პოლონეთის Fortune Cup-ის “რადომიაკ რადომთან” შეხვედრაში (1-1 პ. 5:4). კვეკვემ სულ ცხრა მატჩში მიიღო მონაწილეობა მიიღო ისიც ექსტრაკლასაში, ბოლო 4 ტურში ის იყო “ლეხის” ძირითად შემადგენლობაში.

“ძალიან აღფრთოვანებული ვარ ახალი კონტრაქტის ხელმოწერით, რადგან თავიდანვე, როდესაც აქ ჩამოვედი, ხაზგასმით აღვნიშნე, რომ მინდა მოედანზე საუკეთესო მხარის წარდგენა, რათა ხელშეკრულება გახანგრძლივებაზე ვიქიფროთ.

ვფიქრობ, რომ მოედანზე ვაჩვენე, რომ გუნდისთვის სასარგებლო მოთამაშე შეიძლება ვიყო და მოხარული ვარ, რომ მომავალ 2 სეზონში ერთად გავაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას”,-ამბობს კვეკვესკირი.

შეგახსენებთ, რომ ნიკა ყაზახური “ტობოლიდან” პოლონურ კლუბში გადმოვიდა.

 

 

 

წყარო – lechpoznan.pl

 

 

 

 

 

 

 

79-ე ქართულ დერბიში სადებიუტო გოლი დაფიქსირდა (ვიდეო)