კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: “ნაპოლის” ტექნიკური წაგება ჩაუთვალეს და 1 ქულა დააკლეს

ნაპოლი დასაჯეს

Image source: Getty images

 

„ნაპოლის“ იტალიის ჩემპიონატის მესამე ტურში „იუვენტუსის“ წინააღმდეგ მატჩში 0:3 ტექნიკური წაგება ჩაეთვალა. ნეაპოლელები ტურინში თამაშზე არ ჩავიდნენ და ამიტომ დაისაჯნენ.

მიზეზად გუნდის ორი ფეხბურთელის კორონავირუსი დასახელდა. თუმცა, სერია A-ს პროტოკოლით თუ გუნდს 10-ზე მეტი დაინფიცირებული არ ჰყავს და 13 ფეხბურთელი ჰყავს ჯანმრთელი, ვალდებულება აქვს, რომ ითამაშოს. „ნაპოლიმ“ ეს პუნქტი დაარღვია.

ჯენარო გატუზოს გუნდს „იუვენტუსთან“ არა მარტო ტექნიკური წაგება ჩაეთვალა, არამედ სატურნირო ცხრილში 1 ქულაც დააკლეს.

 

წყარო – Juventus.com

 

“იუვენტუსის” ფეხბურთელს კორონავირუსი აქვს და გუნდი კარანტინში გადავიდა