კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალშია, მაგრამ მთავარი მწვრთნელის გარეშე

Image source: Official SSC Napoli ტვიტერის გვერდი

 

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში “ნაპოლიმ” საკუთარ მოედანზე “გენკს” სძლია მშრალი ანგარიშით – 4:0.

შეხვედრის შემდეგ კლუბის ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა კარლო ანჩელოტი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ამის შესახებ იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაცხადა. იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ნეაპოლურ კლუბს უკვე ჰყავს მთავარი მწვრთნელის კანდიდატი და ეს არის “მილანის” ყოფილი მწვრთნელი და ფეხბურთელი ჯენარო გატუზო.

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტის თავკაცობით გუნდი იტალიის სერია ა-ს სატურნირო ცხრილის მე-7 და მე-6 ადგილებს იყოფს “პარმასთან” ერთად დაგროვებული 21 ქულით.

 

წყარო – sscnapoli.it

ჩემპიონთა ლიგა: დღის “სქილის” ავტორი – ადელ ტაარაბტი (ვიდეო)