კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: მიუნხენის “ბაიერნმა” მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა

Image source: Bayern munchen

 

მიუნხენის „ბაიერნიდან“ მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი დაითხოვეს. ხორვატი სპეციალისტის გათავისუფლების მიზეზი გუნდის არადამაჯერებელი შედეგები გახდა.

ბუნდესლიგის ბოლო ტურში მიუნხენელებმა „აინტრახტთან“ 1:5 წააგეს და ამჟამად მხოლოდ მეოთხე პოზიციაზე იმყოფებიან. ჯერჯერობით უცნობია ვინ იქნება „ბაიერნის“ ახალი მწვრთნელი.

ნიკო კოვაჩი „რეკორდმაისტერში“ 2018 წლიდან მუშაობდა და გუნდს სამი ტიტული, გერმანიის ჩემპიონობა, გერმანიის თასი და გერმანიის სუპერთასი მოაგებინა.

 

 

ლუკა გუგეშაშვილის წარმატებული დებიუტი “გრანადაში” (ვიდეო)