კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: “მილანმა” დანიის ნაკრების კაპიტანი დაიმატა

Image source: Ac Milan

 

იტალიის „მილანმა“ დანიის ნაკრების კაპიტანი სიმონ კიაერი დაიმატა. როგორც „როსონერი“ იტყობინება, მხარეებს შორის 6-თვიანი კონტრაქტი გაფორმდა. დანიელი იტალიაში იჯარით ითამაშებს.

კიაერი „სევილიას“ საკუთრებაა, მაგრამ სეზონის პირველი ნახევარი განათხოვრების წესით „ატალანტაში“ გაატარა. გარდა ამისა, უთამაშია „ფენერბახჩეში“, „ვოლფსბურგში“, „პალერმოში“, „ლილსა“ და „რომაში“.

აქვე გეტყვით, რომ სიმონ კიაერი დანიის ეროვნული ნაკრების კაპიტანია.

 

 

ზინედინ ზიდანის შთამბეჭდავი მიღწევა მადრიდის “რეალში” (ვიდეო)