კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: “მანჩესტერმა” “აიაქსიდან” ნიჭიერი ნახევარმცველი დაიმატა

ვან დე ბეეკი მანჩესტერში გადავიდა

Image source: Ajax.nl

 

„აიაქსის“ ფეხბურთელი დონი ვან დე ბეეკი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა. მხარეებმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს და 23 წლის ნიდერლანდელმა 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„აიაქსმა“ ფეხბურთელის ტრანსფერის სანაცვლოდ 39 მილიონი ევრო მიიღო, რასაც 5 მილიონი ბონუსის სახით დაემატება.

ვან დე ბეეკი „აიაქსის“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 175 მატჩში 41 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში კი ერედივიზიონში ჩატარებულ 37 თამაშში 10 გოლი და 11 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

 

 

წყარო – manutd.com

 

ოფიციალურად: “ბარსელონაში” ბრაზილიელი ფეხბურთელი დაბრუნდა