კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: ლუკას ერნანდესი “ბაიერნის” ღირსებას დაიცავს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და “ატლეტიკოს” მცველი, ლუკას ერნანდესი  მიუნხენის “ბაიერნის” ღირსებას დაიცავს ახალი სეზონიდან.

აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურ საიტზე გავრცელდა.

ლუკასმა მიუნხენურ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო მის სანაცვლოდ მადრიდის კლუბს 80 მილიონ ევროს გადაუხდის.

23 წლის ერნანდესი მადრიდის “ატლეტიკოს” აღზრდილია და მისი მაისურით სულ 110 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ქართველ ძალოსნებთან (ფოტო)