კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ოფიციალურად: “ლივერპულმა” ლორის კარიუსი გუნდიდან გაუშვა

კარიუსი გერმანიაში დაბრუნდა

Image source: Liverpool fc

 

„ლივერპულმა“ გერმანელი მეკარე ლორის კარიუსი გაასხვისა. როგორც ბერლინის „უნიონის“ ვებგვერდი იტყობინება, კარიუსი 2021 წლის ზაფხულამდე გერმანიის დედაქალაქში ითამაშებს.

კარიუსი „უნიონში“ იჯარით დარჩება და მისი გამოსყიდვის უფლება კლუბს არ ექნება. ლორისს აქამდე გერმანიაში მხოლოდ „მაინცში“ უთამაშია, სადაც 91 მატჩი ჩაატარა.

კარიუსი ბოლოს „ბეშიქთაშში“ იყო განათხოვრებული, ის ცნობილი 2018 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში კომიკური შეცდომებით გახდა.

 

წყარო – Union Berlin

 

“დინამო თბილისი” “კლაკსვიკთან” მარცხს გამოეხმაურა და განცხადება გაავრცელა