კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: ლევან კუტალია კლუბის გარეშე დარჩა

ირტიშის ყოფილი ქართველი ლეგიონერი ლევან კუტალია

Image source: FC ERTIS Pavlodar ფეისბუკ გვერდი

 

ყაზახეთის ჩემპიონატის მონაწილე კლუბი, პავლოდარის „ირტიში“, რომელშიც ქართველი ლეგიონერი ლევან კუტალია ირიცხებოდა, გაკოტრდა და დაიშალა. ამის შესახებ ოფიციალურად კლუბის ხელმძვანელებმა ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბის წევრებს აცნობეს.

კუტალიას გუნდი ჩემპიონატში დარჩენილ მატჩებს აღარ ჩაატარებს, ანუ პირველობა 12 გუნდის ნაცვლად 11 გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ქართველი თავდამსხმელი ლევან კუტალია “ირტიშში” თბილისის „დინამოდან“ მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა.

 

წყარო – FC ERTIS Pavlodar

 

 

ახალი სპორტის სასახლე 2021 წლის ზაფხულში სრულ მზადყოფნაში იქნება (ვიდეო)