კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ოფიციალურად: ლეო გოგლიჩიძე რუსეთის პირველ დივიზიონში ითამაშებს

ლეო გოგლიჩიძე ნიჟნი ნოვგოროდის ფეხბურთელი გახდა

Image source: fcnn.ru

 

“კრასნოდარის” 23 წლის მცველი ლეო გოგლიჩიძე კარიერას “ნიჟნი ნოვგოროდში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია წარმოშობით ქართველი ფეხბურთელი ახალი კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

ლეო “ნიჟნი ნოვგოროდში” იჯარის წესით მიმდინარე რუსეთის პირველი დივიზიონის სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

“გოგლიჩიძე თანამედროვე მცველია, მას შეუძლია სხვადასხვა ტაქტიკურ სქემაში ითამაშოს, შეტევის დროს გუნდს შეუძლია კარგად დაეხმაროს” , – განაცხადა კლუბის გენერალური დირექტორის მოადგილემ, იგორ კუდრიაშოვმა.

შეგახსენებთ, რომ გოგლიჩიძე “ნიჟნი ნოვგოროდის” ღირსებას ჯერ კიდევ 2017-2019 წლებში იცავდა.

 

 

 

 

წყარო – fcnn.ru

 

 

 

 

 

 

რევაზ ჭანტურია მაკედონიის ჩემპიონატის რეგულარული სეზონის საუკეთესო მარჯვენა გარემარბის წოდებისთვის იბრძვის