კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ოფიციალურად: ქუთაისის “ტორპედო” მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

მიხეილ აშვეთია ტორპედოს დაემშვიდობა

Image source: FC Torpedo Kutaisi ფეისბუკ გვერდი

 

მიხეილ აშვეთიამ “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელის პოზიცია დატოვა. ეს ინფორმაცია ქუთაისური კლუბის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა.

43 წლის სპეციალისტმა აღნიშნული გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობას უკვე გააცნო. აშვეთია გუნდში 2016 წლიდან მუშაობდა, როგორც მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ასევე 2020 წლიდან მთავარ მწვრთნელად.

“კლუბი მადლობას უხდის მიხეილ აშვეთიას და წარმატებებს უსურვებს მას მომავალ საქმიანობაში” , – ვკითხულობთ ქუთაისური კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

“ტორპედოს” ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

 

 

 

წყარო – FC Torpedo Kutaisi