კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ოფიციალურად: ქობულეთის “შუქურამ” კიდევ 3 ფეხბურთელი დაიმატა

შუქურამ 3 ფეხბურთელი დაიმატა

Image source: Zura Museliani/FC Shukura Kobuleti ფეისბუქ გვერდები

 

ქობულეთის “შუქურა” ჩემპიონატისთვის დაკომპლექტებას აქტიურად განაგრძობს. გუნდს კიდევ 3 ახალწვეული შეემატა.

21 წლის ზურაბ მუსელიანი პოზიციით თავდამსხმელია და “შუქურა” – ში თბილისის “ვიტ ჯორჯიადან” გადმობარგდა. ახალგაზრდა ფორვარდი სწორედ რომ თბილისის “ვიტ ჯორჯიას” აღზრდილია და წლებია ამ კლუბში ირიცხებოდა ( 2017, 2018, 2019, 2020წწ) . გასულ ჩემპიონატში წარმატებული ასპარეზობის შედეგად მუსელიანმა 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა 8 გოლის გატანა შეძლო.

“შუქურას” მეორე ახალწვეული 27 წლის ნახევარმცველი ამირან როხვაძეა, რომელიც ქობულეთელთა რიგებში მარტვილის “მერანი” – დან გადმობარგდა მანამდე კი ვანის “სულორის” ღირსებას იცავდა ( 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016წწ). გასულ ჩემპიონატში მან 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა.

“შუქურას” მესამე ახალწვეული 28 წლის გამოცდილი ბრაზილიელი ლეგიონერი ჟასინტო ჟუნიორია, რომელიც პოზიციით თავდამსხმელია და ქობულეთელთა რიგებს მალტური “მარასალოკიდან” შეუერთდა. “არაქსა”, “ბრანი”, “დესპოტივო”, “ფილინგსადენი”, “ნავიაირენსე”, “ბოტაფოგო”, “ფლორიანა”, “რაბოტნიკი”, “სენგლეა ატლეტიკი” – ეს ის გუნდებია, რომლებშიც ჟუნიორი კარიერის სხვადასხვა ეტაპზე ასპარეზობდა.

 

 

 

წყარო – FC Shukura Kobuleti

 

 

 

 

 

 

რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი გია ნიჟარაძე: “24 საათი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ არ დავგორდეთ უკან”