კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: ხავიერ მასკერანომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

მასკერანომ კარიერა დაასრულა

Image source: Getty Images

 

ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ხავიერ მასკერანომ, რომელიც ამჟამად “ესტუდიანტესის” ფეხბურთელია, საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

“მოვიდა დრო, საიმისოდ რომ კარიერა დავასრულო, მას შემდეგ, რაც ამ თვეების განმავლობაში შემემთხვა. ყველაზე სწორი გადაწყვეტილება კარიერის დასრულებაა. ჩემი პროფესიით ასი პროცენტით ვიცხოვრე და გავეცი იმდენი, რამდენიც შემეძლო. მინდა მადლობა გადავუხადო კლუბს, რომელმაც არგენტინაში დაბრუნების შესაძლებლობა მომცა”. – მასკერანოს სიტყვებს “ესტუდიანტესის” ოფიციალური ვებ-გვერდი გადმოგვცემს.

მასკერანო თამაშობდა კატალონიის “ბარსელონაში”, “ლივერპულში, “ვესტ ჰემ იუნაიტედში”, ბრაზილიის “კორინტიანსეში”, არგენტინის “რივერ პლეიტში”, ჩინეთის “ჰებეი ჩაინა ფორჩუნში” და არგენტინის “ესტუდიანტესში“.

2003 წლიდან ხავიერი არგენტინის ნაკრებში გამოდიოდა. ეროვნულ გუნდთან ერთად მან ორჯერ ოლიმპიური თამაშები მოიგო (2004, 2008), მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა (2014) და ოთხჯერ ამერიკის თასისი გადამწყვეტ მატჩებში ითამაშა (2004, 2007, 2015, 2016).

წყარო – estudiantesdelaplata.com

“იუვენტუსის” 10-12 ფეხბურთელი ტუალეტში ეწეოდა” – ტურინული კლუბის ყოფილი ფეხბურთელი წარსულს იხსენებს