კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: კავანი ინგლისურ გრანდში გადავიდა

კავანი მანჩესტერში გადავიდა

Image source: Getty images

 

ცნობილი ურუგვაელი ფეხბურთელი ედინსონ კავანი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა. მხარეებმა 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს, მაგრამ 1 წლით მისი გახანგრძლივების უფლება დაიტოვეს.

კავანი ბოლოს „პსჟ-ში“ თამაშობდა, რომელიც ზაფხულში დატოვა და „მანჩესტერში“ უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

„აქ ყოფნა ნამდვილად პატივია, რადგან „მანჩესტერი“ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კლუბია. ჩემს კარიერაში ყოველთვის განსაკუთრებული გულშემატკივრების წინაშე ვთამაშობდი და ახლაც ასე იქნება, იმედია „ოლდ ტრაფორდზე“ მათი დაბრუნება მალე უსაფრთხო იქნება“ – განაცხადა ურუგვაელმა.

33 წლის ფეხბურთელმა პარიზულ გუნდში 301 თამაშში 200 გოლის გატანა მოახერხა და კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. კავანიმ სახელი იტალიაში გაითქვა, სადაც 2007-2013 წლებში „პალერმოსა“ და „ნაპოლის“ ღირსებას იცავდა. ურუგვაის ნაკრებში კავანის 116 მატჩში 50 გოლი აქვს გატანილი.

 

 

წყარო – manutd.com

 

საქართველოს ნაკრებმა ბელარუსთან მატჩისთვის მზადება დაიწყო (ვიდეო)