კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: ქართველი შემტევი გროზნოს “ახმატში” იჯარის წესით ითამაშებს (ვიდეო)

გიორგი მელქაძე ახმატში ითამაშებს

Image source: fc-akhmat.ru

 

“სპარტაკის” ქართველი ნახევარმცველი, გიორგი მელქაძე კარიერა გროზნოს “ახმატში” გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული კლუბი “ახმატი” ავრცელებს.

23 წლის შემტევი ახალ კლუბში იჯარის წესით 2020/21 წლების სეზონის ბოლომდე ითამაშებს. გიორგი 3-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. მისი “სპარტაკის” დატოვების შესახებ ინფორმაცია უფრო ადრე “წითელ-თეთრების” გენერალურმა დირექტორმა შამილ გაზიზოვმა განაცხადა.

 

შეგახსენებთ, რომ რუსული პრემიერ-ლიგის წინა სეზონში 23 წლის შემტევი “ტამბოვში” გამოდიოდა და ისევ იჯარის წესით. ტამბოვური გუნდის რიგებში 20 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

 

 

წყარო – fc-akhmat.ru

 

 

 

 

ბენ არფას სოლო გოლი ინგლისის პრემიერ ლიგის დღის გოლია (ვიდეო)