კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: ქართველი ფეხბურთელი უკრაინის პრემიერლიგაში გადავიდა

Image source: olimpik.com.ua

 

ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი თემურ ჩოგაძე უკრაინის პრემიერლიგის ბინადარ „ოლიმპიკში“ გადავიდა. როგორც დონეცკური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ფეხბურთელთან 1.5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

„გუნდში ძალიან კარგი გარემოა, ყველა გავიცანი და ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინეს. გახსნილი და მხიარული ადამიანები არიან. არმგონია პრობლემა შემექნას ადაპტაციის მხრივ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავამართლო გუნდის ხელმძღვანელობისა და გულშემატკივრების მოლოდინი“ – თქვა თემურმა.

21 წლის ქართველ ფეხბურთელს „საბურთალოში“, „დინამო ბათუმში“, „რუსთავსა“ და „ტორპედოში“ უთამაშია.

 

წყარო – olimpik.com.ua

 

“დინამო თბილისი” თურქეთში გაემგზავრა – ცნობილია შემადგენლობა