კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: ქართველი ლეგიონერების “ვენტსპილსს” კიდევ ერთი ქართველი შეემატა

ბექა ვარშანიძე ლატვიაში გააგრძელებს კარიერას

Image source: FC Telavi ფეისბუკ გვერდი

 

„თელავის“ ნახევარმცველი ბექა ვარშანიძე საფეხბურთო კარიერას ლატვიის ჩემპიონატში გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას ქართული კლუბის ოფიციალური ფეისბუკ გვერდი ავრცელებს.

26 წლის ფეხბურთელი „ვენტსპილსის“ რიგებში ჩაირიცხა, რომელიც საკმაოდ წარმატებით თამაშობს. “ვენტსპილსში” თამაშობს ასევე 4 ქართველი ფეხბურთელი – გიგი მჭედლიშვილი, გიორგი რეხვიაშვილი, გუგა ფალავანდიშვილი და გიორგი ერისთავი.

„ “თელავის” სახელით, უღრმესი მადლობა ბექა ყველაფრისთვის, რასაც და როგორაც შენ ჩვენი გუნდის საკეთილდღეოდ აკეთებდი: მადლობა თავდადებისთვის და პროფესიონალიზმისთვის – შენ ჯერ საუკეთესო თვისებებით დაჯილდოვებული პიროვნება, ადამიანი ხარ და მერე ფეხბურთელი.
კიდევ ერთხელ მადლობა, ყოველივე საუკეთესო და ულევი წარმატებები ვარშან!“ – ასე დაემშვიდობა „თელავი“ თავის ნახევარმცველს.

 

 

 

წყარო – fctelavi

 

 

 

 

 

“დილა” ამხანაგურ მატჩში თბილისის “ვიტ-ჯორჯიას” დაუზავდა