კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: ქართველების “რუბინის” ახალი მწვრთნელი ცნობილია

Image source: rubin-kazan

 

ქართველი ფეხბურთელების ყაზანის „რუბინს“ ლეონიდ სლუცკი გაწვრთნის. როგორც რუსული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

სლუცკიმ რომან შარონოვი შეცვალა, რომელმაც გუნდი ორი დღის წინ ოფიციალურად დატოვა.

სლუცკი კი ბოლოს არნემის „ვიტესში“ მუშაობდა, ხოლო სახელი მოსკოვის ცსკა-ში გაითქვა. შეგახსენებთ, რომ „რუბინის“ ღირსებას ბექა მიქელთაძე, ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი იცავენ.

 

 

ოფიციალურად: ქართული ფრანჩაიზი სამხრეთ აფრიკის ტურნირში ითამაშებს