კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: ქართული ფრანჩაიზი სამხრეთ აფრიკის ტურნირში ითამაშებს

Image source: rugby.ge

 

საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირებს შორის ურთიერთნამშრომლობის 11-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახბ რაგბის კავშირი ოფიციალურად იტყობინება.

ხსენებული ხელშეკრულება რამდენიმე პუნქტს მოიცავს, მათ შორის, ქართული ფრანჩაიზის თამაშს სამხრეთ აფრიკულ ტურნირში  ქარრის თასი.

2020 წლის 1 იანვრიდან საქართველოს რაგბის კავშირის ფრანჩაიზი მონაწილეობას მიიღებს სამხრეთი აფრიკის რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებულ ტურნირშიქარრის თასში (Currie Cup)

შედგება მჭიდრო ურთიერთანამშრომლობითი ურთიერთობა სამხრეთი აფრიკისა და საქართველოს რაგბის აკადემიებს შორის;

ურთიერთანამშრომლობა ჩამოყალიბდება სამხრეთი აფრიკისა და საქართველოს ნაკრებებს შორის (ეროვნული, საქართველო XV, შვიდკაცა, ასაკობრივი ნაკრებები: 15, 17, 18, 20) რაც გულისხმობს ერთობლივ წვრთნებსა და ასევე თამაშებს;

სამხრეთი აფრიკის რაგბის კავშირის დახმარებით ქართველ მწვრთნელებს, მსაჯებს, მენეჯერებსა და სხვა სარაგბო სპეციალისტებს ჩაუტარდებათ კვალიფიკაციის ასამაღლებელი თრეინინგები;

ხელშეკრულების თანახმად, ორივე ქვეყნის რაგბის კავშირები ხელს შეუწყობენ ქართულსა და სამხრეთ აფრიკულ კლუბებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას;

ერთობლივი ტურნირები მოეწყობა როგორც სამხრეთ აფრიკაში, ასევე საქართველოში;

ხელშეკრულების ხელი საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა მარკ ალეკსანდერმა მოაწერეს.

 

წყარო – Rugby.ge

 

მატერაცის რეაქცია რონალდუს გოლზე: “ჩემსავით გაიტანე, თითქმის”