კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: კახა ცხადაძის გუნდი ევროტურნირებში ვერ ითამაშებს და 100 ათასი ევროთი დაჯარიმდება

Image source: FC Ordabasy

 

უეფა-ს დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილებით კახა ცხადაძის “ორდაბასი” მომდევნო 2 წლის განმავლობაში ევროტურნირების ეგიდით გასამართ მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ეს გადაწყვეტილება უეფა-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა:

“საფეხბურთო კლუბი “ორდაბასი” ორი სეზონის (2020/21 და 2021/22 წლების) განმავლობაში ევროტურნირების მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რამეთუ გუნდს ფინანსური საქნციები დაუფიქსირდა. ყაზახებს 2020 წლის 31 იანვრამდე შეუძლიათ გაასაჩივრონ გადაწყვეტილება. თუ ისინი დაამტკიცებენ, რომ ყველა დავალიანება 2019 წლის 31 სექტემბრამდე გასტუმრებულია, სანქცია გაუქმდება. “ორდაბასი”, ასევე, 100,000 ევროთი დაჯარიმდება,” – ნათქვამია უეფა-ს დისციპლინარული კომიტეტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ განვლილ სეზონში ცხადაძის გუნდმა ყაზახეთის ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა.

 

წყარო – uefa.com

დღეს თორნიკე შენგელია ახალი მწრთვნელის ხელმძღვანელობით პირველ მატჩს გამართავს