კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: ჯორჯინიო ვეინალდუმი კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს (ვიდეო)

ვეინალდუმი პსჟს ფეხბურთელი გახდა

Image source: psg.fr

 

ჰოლანდიელი ნახევარმცველი ჯორჯინიო ვეინალდუმი “ლივერპულიდან” პარიზულ “პსჟ”-ში გადავიდა.

როგორც პარიზელთა პრეს-სამსახური იტყობინება, 30 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა. ახალი სეზონისთვის მზადებას ნახევარმცველი ევრო-2020-ის დასრულების შემდეგ შეუდგება.

“”პსჟ”-ში გადასვლა ჩემთვის ახალი გამოწვევაა.

მე ვუერთდები ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო სასწაულ კლუბს და დიდი სურვილი მაქვს, რომ ამ ამბიციურ პროექტში შევიტანო ჩემი წვლილი”, – აღნიშნა ჯორჯონიო ვეინალდუმმა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

 

შეგახსენებთ, რომ ვეინალდუმი “ლივერპულში” 2016 წლიდან გამოდიოდა, სადაც “ნიუქასლიდან” მოხვდა 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ. იურგენ კლოპის გუნდში ჯორჯინიომ სულ 237 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 16 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

 

წყარო – psg.fr

შოთა ბაბუნაშვილი: “მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ კარგია, რომ ქულა ავიღეთ” (ვიდეო)