კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: ჯენარო გატუზო “ნაპოლის” მწვრთნელია

Image source: SSC Napoli

 

იტალიის სერია A-ს საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ ჯენარო გატუზო გაწვრთნის. ინფორმაცია ნეაპოლური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

გატუზომ „ნაპოლისთან“ 6-თვიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც შესაძლოა ივნისში 1 წლის ვადით გახანგრძლივდეს.

„ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა. ეს რთული მიზანია, მაგრამ „ნაპოლის“ მე-7 ადგილზე ყოფნა სირცხვილია. ამიტომ უნდა ვიმუშაოთ და დასახულ მიზანს მივაღწიოთ“ – აღნიშნა გატუზომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ აქამდე კარლო ანჩელოტი ავარჯიშებდა, რომელიც ცოტა წინ დაითხოვეს.

 

 

 

დე იონგის რეაქცია მოედანზე, როცა “აიაქსის” წარუმატებლობა შეიტყო (ვიდეო)