კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: “იუვენტუსმა” ესპანელი ფეხბურთელი დაიმატა

მორატა იუვენტუსში დაბრუნდა

Image source: juventus.com

 

ესპანელი თავდამსხმელი ალვარო მორატა „იუვენტუსში“ ითამაშებს. 27 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი გააფორმა. როგორც „იუვეს“ ვებგვერდი იტყობინება, მორატა ტურინულ კლუბში 2021 წლის ზაფხულამდე იჯარით ითამაშებს.

ტურინელებმა მადრიდის „ატლეტიკოს“ 10 მილიონი ევრო გადაუხადეს, ხოლო მის გამოსასყიდად მომდევნო ზაფხულს 45 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ ან უფლება ექნება კიდევ ერთი წლით იჯარით დაიტოვოს 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ.

შეგახსენებთ, რომ მორატა „ატლეტიკოში“ 2019 წლის ზამთრიდან თამაშობდა და 62 მატჩში 22 გოლი გაიტანა. ესპანელი 2014-2016 წლებში „იუვენტუსში“ ირიცხებოდა და მაშინ 93 თამაშში 27 გოლი გაიტანა.

 

 

წყარო – Juventus

 

“რომას” “ვერონასთან” ტექნიკური წაგება ჩაეთვალა