კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: “იუვენტუსმა” ბონუჩისთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

Image source: juventus.com

 

იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა ტურინის „იუვენტუსმა“ გუნდის ვიცე-კაპიტან ლეონარდო ბონუჩის კონტრაქტი გაუხანგრძლივა.

„იუვეს“ ვებგვერდის ცნობით, ძველი ხელშეკრულება, რომელიც 2023 წელს ეწურებოდა, ერთი წლით გახანგრძლივდა და იტალიელი ფეხბურთელი გუნდში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ ბონუჩი „იუვენტუსში“ 2010 წლიდან თამაშობს და 376 თამაშში 23 გოლი აქვს გატანილი.

 

 

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ფინეთს მოუგო