კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: იკერ კასილიასი “რეალში” დაბრუნდა

კასილიასი რეალში დაბრუნდა

Image source: Getty images

 

მადრიდის „რეალში“ ლეგენდარული ფეხბურთელი იკერ კასილიასი დაბრუნდა. თუმცა, ესპანელი, რომელმაც კარიერა 1 წლის წინ დაასრულა, რა თქმა უნდა სხვა ამპლუაში დაბრუნდა.

იკერი კლუბის სტრუქტურაში დაიკავებს ადგილს და ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილედ იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ იკერ კასილიასმა გულის შეტევა გადაიტანა, რის გამოც ფეხბურთიდან წასვლა 2019 წელს მოუწია. ესპანელი კარის დარაჯი „რეალში“ 2015 წლამდე თამაშობდა და 725 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

 

 

წყარო – Real Madrid

 

ოფიციალურად: გიორგი ერისთავი კარიერას “საბურთალოს” რიგებში გააგრძელებს