კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: ჰენრიხ მხითარიანი ბაქოში “არსენალს” ვერ დაეხმარება

ლონდონის “არსენალის” ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ გუნდის სომეხი ფეხბურთელი, ჰენრიხ მხითარიანი ევროპა ლიგის ფინალს გამოტოვებს.

გადაწყვეტილება მიღებული იქნა პოლიტიკური და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.

“სამწუხაროდ, მხითარიანი ევროპა ლიგის ფინალში “ჩელსის” წინააღმდეგ შეხვედრაში ვერ დაგვეხმარება. მიკისა და მის ოჯახის წევრებთან გამართული საუბრის შემდეგ გადაწყვეტილი იქნა, რომ ის ლონდონში დარჩეს.

ჰენრიხის არ წამოსვლა გუნდისთვის დიდი დანაკლისია. მსგავსი თამაში ფეხბურთელის კარიერაში იშვიათად ხდება”

შეგახსენებთ, რომ ჰენრიხ მხითარიანი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტის გამო, ბაქოში გუნდთან ერთად ვერ მიემგზავრება.

ასლან ბალაძე: “ბათუმის ”დინამოს” ფეხბურთელები ამას არასდროს იკადრებენ”