კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: გრაცის “შტურმმა” ოთარ კიტეიშვილს კონტრაქტი გაუხანგრძლივა (ვიდეო)

Image source: sksturm ინსტაგრამის გვერდი

 

საქართველოს ნაკრების 25 წლის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია გრაცული კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დღეს გავრცელდა.

ქართველი ფეხბურთელი “შავ-თეთრების“ რიგებში 2024 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.

“გრაცში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, გარSემო შესანიშნავია და “შტურმთან ერთად ველოდები ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპს და მომავალ გამოწვევებს” , – კიტეიშვილის სიტყვებს “შტურმის” პრესსამსახური ციტირებს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by SK Sturm Graz (@sksturm)

შეგახსნებთ, რომ კიტეიშვილი ავსტრიულ კლუბში 2018 წლის ზაფხულში თბილისის “დინამოდან” გადავიდა. დღემდე ოთოს “შავ-თეთრების” მაისურით 96 მატჩი აქვს ჩატარებული, 18 გატანილი გოლი და 17 საგოლე გადაცემა შესრულებული.

 

 

 

 

წყარო – sksturm.at

 

 

 

 

 

ტოკიოში ოლიმპიური სოფელი საზეიმო ღონისძიების გარეშე გაიხსნა