Image source: fcdila.ge
გორის “დილა” ეროვნული ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე გაძლიერებას განაგრძობს.
კლუბის ოფიციალური გვერდის ცნობით, “დილას” მორიგი ახალწვეული 19 წლის ვინგრი, ფრანცისკო მადინგაა, რომელთანაც გუნდმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფრომა.
ფეხბურთელი წარმოშობით აფრიკიდან, კერძოდ მალავის რესპუბლიკიდან გახლავთ და საკუთარ ქვეყანაში ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტად ითვლება.
ფრანცისკო მადინგა ,,დილას” ადგილობრივი ჩემპიონატიდან, კერძოდ საფეხბურთო კლუბ “ბი ფორვარდ ვანდერერსიდან” შემოუერთდა, სადაც გუნდის ლიდერი გახლდთად. იგი ასევე მალავის 20 წლამდე ნაკრების წევრია.
ვიდეობი
ფოტოები