კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ოფიციალურად: გიორგი შერმადინმა “იბეროსტარ ტენერიფესთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა (ვიდეო)

გიორგი შერმადინი ტენერიფეში 2023 წლამდე ითამაშებს

Image source: cbcanarias.net

 

“იბეროსტარ ტენერიფემ” საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელს გიორგი შერმადინს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. გიორგი ესპანური კლუბის ღირსებას 2023 წლამდე დაიცავს. აღნიშნული ინფორმაცია თავად კლუბმა გაავრცელა.

გიორგი შერმადინი 2023 წლამდე შავ-ოქროსფერის მაისურს მოირგებს! “იბეროსტარ ტენერიფემ” და ქართველმა ცენტრმა კონტრაქტის გახანგრძლივების შეთანხმებას მიაღწიეს”, – წერია კანარის კუნძულების კლუბის ოფიციალური საიტი.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კარიერას აქ ვაგრძელებ. როგორც ყველამ იცის, “ტენერიფე” ძალიან კარგი გუნდია, სამწვრთნელო შტაბი და პერსონალი წარმოუდგენელია და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს შესანიშნავი გულშემატკივრები და აუდიტორია. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ისევე კარგად იქნება და ჩვენ გავაგრძელებთ ესპანეთის ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ტიტულებისთვის ბრძოლას.

მე დარწმუნებული ვარ, რომ კარიერაში საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რომ ამ გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივება. ეს კლუბი მაძლევს ყველაფერს: ვარჯიში, თავისუფლება მოედანზე… გუნდში თამაშობენ შესანიშნავი კალათბურთელები, გვყავს ესპანეთში ერთ-ერთი საუკეთესო ბაზა და ვფიქრობ ეს გადაწყვეტილება ჩემთვის ყველაზე საუკეთესო ვარიანტია”, – შერმადინის სიტყვებს ციტირებს “ტენერიფეს” ოფიციალური საიტი.

 

შეგახსენებთ, რომ 31 წლის გიორგი შერმადინი “იბეროსტარ ტენერიფეში” 2019 წლიდან თამაშობს. ლიგა ენდეზას სეზონის შეჩერებამდე შერმადინი საშუალოდ 18.3 ქულას აგდებდა, და 7,3 მოხსნას აგროვებდა. აღსანიშნავია ის, რომ ამ სეზონში ქართველი ცენტრი ოთხჯერ აირჩიეს როგორ ლიგა ენდეზას შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელი და MVP გახდა დეკემბერში.

 

წყარო – cbcanarias.net

 

 

გიორგი შერმადინი: “დიდი მადლობა ჩვენს ფედერაციას, შევხდებით მალე თბილისში” (ვიდეო)