კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: გიორგი მერებაშვილმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

Image source: wisla-plock.pl

 

ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი მერებაშვილმა პოლონურ “ვისლასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. აღნიშნულ ინფორმაციას ქართველი ლეგიონერის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

ახალი ხელშეკრულების მიხედვით 33 წლის ვინგერი კლუბში 2021 წლის ივნისამდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი პლოცკის “ვისლას” 2016 წლის ივნისში ბერძნული “ლევადიაკოსიდან” შეუერთდა. ამ დროის განმავლობაში მერებაშვილმა პოლონური გუნდის მაისურით 110 მატჩში ითამაშა და 21 გოლი გაიტანა.

 

წყარო – wisla-plock.pl

 

დავით მაისაშვილი: “გორში ფეხბურთი უყვართ, ამ ატმოსფეროში თამაში სასიამოვნო იქნება”