კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: გიორგი ხარაიშვილი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს

გიორგი ხარაიშვილი

Image source: IFK Goteborg

 

შვედეთის “გიოტებორგისა” და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ხარაიშვილი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს. ეს ინფორმაცია “გიოტებორგის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა.

შვედურმა კლუბმა გიორგის ტრანსფერზე უნგრეთის “ფერენცვაროშთან” მოლაპარაკებები დაასრულა და შეთანხმებას მიაღწია.

გიორგი ჩვენთან იჯარით მშობლიური “საბურთალოდან” ჩამოვიდა და მომდევნო წელს უკვე ჩვენი ფეხბურთელი გახდა. ახლა ჩვენ მის ტრანსფერზე შევთანხმდით “ფერენცვაროშთან”, რომელიც ამ სეზონში უნგრეთს ჩემიონთა ლიგაში წარმოადგენდა” – ნათქვამია განცხადებაში.

 

“გიორგი უნგრეთში პარასკევს ჩავიდა და სამედიცინო კვლევა წარმატებით გაიარა. ჩვენთან გატარებული სამი წლის განმავლობაში გიორგის დიდი პროგრესი ჰქონდა. “გიოტებორგში” ის განვითარდა როგორც მოთამაშე და როგორც პიროვნება და ამაში დიდი წვლილი ჩადეს ყველამ, ვინც მასთან მუშაობდა. მან შთამბეჭდავი გზა გაიარა და ვიმედოვნებთ, რომ ის წარმატებით გააგრძელებს კარიერას”, – განაცხადა “გიოტებორგის” სპორტულმა დირექტორმა, პონტუს ფარნერუდმა.

შეგახსენებთ, რომ ხარაიშვილი შვედეთის ჩემპიონატში 2019 წლის იანვრიდან გადავიდა, სადაც 70 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასის ავტორი გახდა.

წყარო – ifkgoteborg.se

 

“ვიღაცამ ხელი შეგვიშალა” – ელგუჯა ლობჯანიძემ “ასტანასთან” ჩაშლილ მოლაპარაკებაზე ისაუბრა