კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: გიორგი ჩაკვეტაძის “გენტმა” მწვრთნელი დაითხოვა

გენტმა მწვრთნელი გაუშვა

Image source: Kaa Gent

 

ბელგიური „გენტის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ვიმ დე დეკერი დაითხოვეს და გიორგი ჩაკვეტაძეს უახლოეს მომავალში ახალი მწვრთნელი ეყოლება.

დე დეკერის გათავისუფლების მიზეზი წარუმატებელი შედეგები გახდა. ბელგიელებმა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ხუთ მატჩში ქულაც ვერ აიღეს და ბოლო მარცხი სახლში ლიბერეცის „სლოვანთან“ განიცადა.

ბელგიის ჩემპიონატში „გენტი“ 14 ტურის შემდეგ მე-12 ადგილზე იმყოფება, რაც ძალიან ცუდი შედეგია.

„გენტმა“ ამ სეზონში მეამე მწვრთნელი გაუშვა სამსახურიდან. დე დეკერამდე იგივე ბედი იეს ტორუპმა და ლასლო ბოლონიმ გაიზიარეს.

 

 

წყარო – Kaa Gent

 

რამდენი ქულით შეფასდა ლოჩოშვილის თამაში მოსკოვის “ცსკასთან”