კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე პორტუგალიიდან თურქულ კლუბში გადავიდა

Image source: record.pt

გიორგი არაბიძე კარიერას თურქეთში გააგრძელებს.

ქართველი ნახევარმცველი თურქულ კლუბ “ადანასპორში” იჯარის წესით ითამაშებს, სეზონის დასრულების შემდეგ კი თურქეთის მე-2 დივიზიონში მოასპარეზე გუნდი 21 წლის ქართველის ტრანსფერის შეძენას შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ არაბიძის საკონტრაქტო უფლებები პორტუგალიური “ნასიონალს” ეკუთვნის. პორტუგალიის ჩემპიონატში არაბიძემ 10 მატჩში ითამაშა, თითოჯერ კი პორტუგალიის თასსა და ლიგის თასზე იასპარეზა, სადაც გოლის ავტორი გახდა.

წყარო – dnoticias.pt,  transfermarkt.pt

გოგა ბითაძე “ინდიანა პეისერსის” ახალი სეზონის კალენდარზე (ფოტო)